ქალაქ ახალციხის, ასევე, ვალისა და აწყურის სამუსიკო სკოლების ა(ა)იპ–ები გაუქმდა და ერთი ა(ა)იპ–ი ჩამოყალიბდა, შესაბამისად, გაუქმებულ ა(ა)იპ–ებში თანამშრომლებს შეამცირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბებას საკრებულომ მხარი 26 მარტს გამართულ რიგით მესამე სხდომაზე დაუჭირა.
“გაერთიანების შედეგად, საკადრო ცვლილებები პედაგოგებს არ შეეხებათ, თუმცა შემცირდებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ გაორებული პოზიციები შემცირებულიყო“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.
როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს თითოეულ სამუსიკო სკოლას ეყოლება მენეჯერი, ა(ა)იპ–ს კი დირექტორი. ვინ იქნება ა(ა)იპ–ის დირექტორი ამ დროისთვის უცნობია: “ახლა გაერთიანდა ა(ა)იპ–ად და შესაბამისად დირექტორი არ გვყვავს ჯერ შერჩეული”.