ათი სოფლის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა ათ დღეში აღდგება

785

ათი სოფლის ადიგენთან დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა ათ დღეში აღდგება. ამ დროისთვის აქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს;

ე.წ. გორგულის ხიდზე, რომელიც ადიგენთან ათ სოფელს აკავშირებს შპს „არილი“ მეტალის კონსტრუქციას აკეთებს. ხიდის სიგანე 6, სიგრძე კი 24 მეტრი იქნება.

„აქ სამუშაოები ათ დღეში დასრულდება და მოძრაობაც შესაძლებელი იქნება“, – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

ამავე უწყების ინფორმაციით, ხიდზე სამუშაოების პარალელურად ამავე ხიდის საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს: „ახლა დროებით შეაკეთებენ. კაპიტალური რემონტისთვის კი პროექტი მზადდება“.

შეგახსენებთ, რომ ათი სოფლის ადიგენთან დამაკავშირებელი ხიდზე 27 მაისს ღამით დაზიანებულ ადგილზე მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა და გაიჭედა. ოთხ დღეში აქ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შპს „არილი“ გამოგზავნეს. აღნიშნულ კომპანიას საგზაო დეპარტამენტთან მიმდინარე წელს ხელშეკრულება გაფორმებული ხიდების მოვლა–შენახვაზე აქვს.