ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი: ბრალდების მხარე ცდილობს, მოწმემ ჩვენება კარნახით და ზეწოლით მისცეს

999

წინა სტატია

პროკურორი ცდილობდა ექსპერტისთვის ეკარნახა, რა პასუხი გაეცა კითხვებზე, ვინაიდან ექსერტიზაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა არასრულყოფილადაა ჩატარებული.

“არასრულყოფილი ექაპერტიზა იყო ჩატარებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეზე ექსპერტიზა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტიზამ ჩაატარა. შესაბამისად, თავად განსაჯეთ რამდენად სამართლიანი იქნება. ეს. კითხვები გვქონდა ექსპერტიზასთან დაკავშირებით რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

პროკურორი ცდილობდა, ექსპერტისთვის ეკარნახა, რა პასუხი გაეცა კითხვებზე, ვინაიდან ექსერტიზაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო. თითოეული მოწმე, რომელიც ცხადდება პროცესის განმავლობაში, მოუმზადებელია. ბრალდების მხარე ცდილობს, კარნახით და ზეწოლით მისცეს მოწმემ ჩვენება სასამართლოში”, – განაცხადა მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.