სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა.
როგორც დაცული ტეროტორიების სააგენტოში აცხადებენ, კანიონზე კიდული ბილიკისა და გადასახედი პლატფორმის საფარი შეიცვალა და ლითონის გამჭვირვალე იატაკი დაიგო, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით, ხოლო გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით.
ამასთან, ცნობილია, რომ მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიაზე ექსტრემალური ატრაქციონის მოეწყობა იგეგმება.