დეპუტატები პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

1073

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“ევროპული საქართველოს” წევრმა  ოთარ კახიძემ უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

კომტიტეტის სხდომაზე ვითარება მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.