თბილისში, ბერთუბნის დასახლებაში, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო

1474

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს”B&B” ახორციელებს, მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა.

“ბერთუბანის დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.