სამგორის რაიონში 5, ხოლო გლდანის რაიონში 8 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

1012

სამგორის რაიონში 5, ხოლო გლდანის რაიონში 8 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო.

სამგორის რაიონში ახალი ფიტნესზონები ვარკეთილი 3 – ში კერძოდ, პირველი მ/რ N7 კორპუსითან, მე-3ა მ/რ N322-335 კორპუსებს შორის, მე-2 მ/რ N16 კორპუსთან, მე-3 მ/რ N319ა კორპუსთან და მე-4 მ/რ N424 კორპუსთან გაკეთდა. თითოეულ ზონაში დამონტაჟებულია ათი ტრენაჟორი.

ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში სამგორის რაიონში კიდევ ექვსი ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა იგეგმება.

ხოლო გლდანის რაიონში ფიტნეს ზონები  – ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მ/რ-ის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მ/რ-ის N17ა კორპუსებთან და გლდანის მე-3 ა მ/რ-ის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.

როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში განმარტეს, პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან 127 434 ლარი დაიხარჯა.