ახალქალაქში შოთა რუსთაველის ძეგლამდე მისასვლელი გზა დაბინურებულია. ტერიტორია წელიწადზე მეტია ფეკალური მასებით იტბორება. ნიაღვარი ზამთარში პერიოდულად იყინება, ზაფხულში კი გაუსაძლისი სუნია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შოთა რუსთაველის ძეგლი ახალქალაქის შესასვლელში დგას, ტერიტორია რკინის ღობითაა შემოსაზღვრული, საკანალიზაციო მილები კი რომელსაც თან ფეკალიების ნიაღვარი მოჰყვება, ეზოს შესასვლელთან გადის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ.
ძეგლის ზედა მხარეს, ქალაქის მიმართულებით, ადგილობრივების კომერციული ობიექტებია განთავსებული, თუმცა ვის ეკუთვნის საკანალიზაციო სისტემა უცნობია.
ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ დაბინძურებული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“შევისწავლი და ამის შემდეგ დაგელაპარაკებით ამ საკითხზე”, – განუცხადა გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” ახალქალაქის მერმა.