ვინ შევა მაჟორიტარული სიით ახალქალაქის საკრებულოში – წინასწარი შედეგები

481

ახალქალაქის 14–ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს ინფორმაციით, N40 ოლქში 70–ვე უბანია დათვლილი. ახალქალაქის ახალი მოწვევის საკრებულო, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შემდეგი მაჟორიტარებისგან დაკომპლექტდება:

კარაპეტ პალოიანი – 78,52%;

ჰაკოპ ჩახმახჩიანი – 85,01%;

სიპან შიპაკციანი – 71,95%;

გრიგორ კარაგებაკიანი – 75,79%;

ნაირი მელტონიანი – 78,5%;

ალბერტ მანუშიანი – 74,89%;

გენადი ელიზბარიანი – 85,08%;

არამიას ზაქარიანი – 92,05%;

აშოტიკ ეღუნიანი – 79,51%;

ჰამლეტ მოვსესიანი – 89,79%;

ვაგარშაკ არაქელიანი– 75,95%;

გურამი ოქროაძე – 76,58%;

გრაჩია მოვსესიანი – 63,24%;

ნვერ მოსოიანი – 86,46%.

გარდა მაჟორიტარებისა, საკრებულოში შევლენ პროპორციული წესით გამოვლენილი დეპუტატებიც, რომლებმაც მინიმალური ზღვარი, 3% გადალახეს.

„ევროპული საქართველო“– 5,51% (977 ხმა);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“– 7,94% (1409 ხმა);

„ლელო“– 3,48% (618 ხმა);

„ქართული ოცნება“– 76,27% (13530 ხმა).