ადიგენის მერია დერცელი-კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილ მონაკვეთთან ახალ შემოვლით გზას გაიყვანს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 469 286 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დერცელის და კიკიბოს დამაკავშირებელი გზა მეწყერმა ერთი წლის წინ, 2018 წლის 23 მარტს დააზიანა.
350 მეტრი სიგრძის ახალი გზის გასაყვანად ადიგენის მერიას თანხა საქართველოს მთავრობამ სტიქიის დაფინანსების ფონდიდან გამოუყო. ამ დრომდე, ადგილობრივი თვითმმართველობა გზას თანხის უქონლობის გამო ვერ აკეთებდა. ახალი გზის ნაწილი მინდორზე ნაწილი კი წიწვოვან ტყეზე გაივლის.
ტენდერი მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 21 მარტიდან დაიწყება და 26 მარტს დასრულდება.