ახალციხეში 18 საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1145

ახალციხის შვიდ ქუჩაზე 18 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშოებია დაგეგმილი, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 454 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 386 981, მეორე შემთხვევაში კი 67 677 ლარია.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელი იქნება.

სატენდერო დოკუმენტებით რეაბილიტაცია შემდეგ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების სახურავებს ჩაუტარდებათ: ზარზმელის ქუჩა – N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 და N13; ადიგენის ქუჩა – N20;
მესხეთის ქუჩა – N20; ილია მართლის ქუჩა N10; კანანელის ქუჩა – N8; ხარისჭირაშვილის ქუჩა – N38; გოგებაშვილის ქუჩა – N7;