“რეალური სივრცე”
ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: საუკუნის გადასახედიდან ძალიან ბევრი საინტერესო გაკვეთილის მიღება შეიძლება. 100 წლის წინ თვითმმართველობის რეფორმის ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან თქვა, რომ ჩვენ ევროპული მოდელიც კი არ გვაწყობს, რომელიც უფრო ცენტრალიზებულია, ჩვენ გვჭირდება ამერიკული მოდელი, სადაც სახელმწიფოს მთავარი უჯრედი არის თემი. ანუ, თუკი თემი არ არის ძლიერი, ყოველგვარ ილუზიას უნდა მოვეშვათ.