დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება

1083

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობის სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებების სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად კომპანია მორიგ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება საქლორატორო და რეზერვუარი, ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და ქსელი. ამასთან, გამრიცხველიანდება 400-მდე ოჯახი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 115 036 ლარით ფინასესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნომბერში დასრულდება

“აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს, მოსახლეობა წყალს მთის კალთებზე არსებული მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 1 200-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი, ხარისხიანი წაყლმომარაგება ექნება”, – განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ინდივიდ-პარტნიორი” შეასრულებს.