ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამ ეტაპზე, 826 424 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ყვარლის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ შეყილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა წარდგენილი პროექტების მიხედვით კიდევ უფრო გაიზრდება.
“ამ ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ყვალის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 826 424 ლარი. დამატებით თანხა ეტაპობრივად, წარდგენილი პროექტების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტების დამტკიცების პროცესი ჯერ არ დასრულებულა’’,- განაცხადა შეყილაძემ.