ასპინძის სოფელ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 81 260 ლარი დაიხარჯება

887

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ასპინძაში, აწყვიტა–ნიჯგორის დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩაინგრა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი 81 260 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ნიჯგორი აწყვიტის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა, სატენდერო წინადადებების მიღება 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 90 დღის ვადაში უნდა შეასრულოს და მთლიანად უნდა შეცვალოს ხიდის სავალი ნაწილი და საყრდენები.

ბაგირებზე დაკიდებული ხიდი მსუბუქი ავტომობილებისთვის და ქვეითად მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყვიტაში, ახლადრეაბილიტირებული ხიდი, 2018 წლის 16 სექტემბერს ჩაინგრა, რა დროსაც ხიდზე ერთ–ერთი ადგილობრივი მიკროავტობუსით გადადიოდა. მას შემდეგ მერიამ ხიდი დაკეტა.

აწყვიტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს განხორციელდა. ასპინძის მერიაში აცხადებდნენ, რომ ხიდი მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის იყო გათვლილი და მისი ჩანგრევა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობამ გამოიწვია.

ამავე ხიდს კაპიტალური რემონტი 2015 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩაუტარდა.