თბილისის მერია: დიდუბის გამგეობამ 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა

278

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, რობაქიძის გამზირზე – დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ვანის ქუჩის N4-ის მიმდებარედ, ასევე, ბაქრაძის სანაპიროდან შალიკაშვილის ხიდთან ამოსასვლელ პანდუსსა და ეკლესიის მიმდებარედ.

სამუშაოები, ჯამში, 3 900 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 800 ლარი გამოიყო. ამასთან, ასფალტის მოწესრიგება წერეთლის გამზირის N55-ში, N57-სა და N63-ში მიმდინარეობს, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.