თელავისა და გურჯაანის მერებმა სამოქალაქო ინიციატივათა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2142

თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა პროექტის -“ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის’’ ფარგლებში “მედია ცენტრ კახეთთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ერთობლივ განხილვას და საყურადღებო პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობას გულისხმობს.

მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://www.facebook.com/GDArchilKhandamashvili/videos/267646270813541/UzpfSTIwMTU5NjE2OTkzNjIyMjoyMDA1OTg2MzcyODMwNTE3/