“თბილსერვის ჯგუფი” 15 მილიონი ევროს სესხს აიღებს

1042

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ “თბილსერვის ჯგუფის” პროექტების დასაფინანსებლად, 15 მილიონი ევროს სესხის აღებას მხარი დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, თანხა EBRD-ის მიერ “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხით “თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლება. კერძოდ, 9 მილიონი ევრო დაიხარჯება 63 ნაგავშემკრები მანქანების და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენისთვის, 1 300 000 ევრო კი ნაგვის დასახარისხებელი სპეციალური სადგურის ასაშენებლად დაიხარჯება.

მისივე თქმით, საკითხს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.