ქალაქ ფოთში ზერაგიას ქუჩაზე სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობისთვის 14 500 136 ლარი დაიხარჯება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ფუნდამენტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და კომპანია “Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ამ ეტაპზე, შემდგომი სამუშაოების დასაწყებად ემზადება.
ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.