კახეთის რეგიონში, 2018 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 162 ინფრასტრუქტურული პროექტიდან, ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გასულ წელს მთავრობის განკარგულებით გურჯაანის მუნიციპალიტეტს 8 მილიონ ლარზე მეტი განესაზღვრა.
“ეს ყველა თანამშრომლის დაუდაუზოგავი შრომის შედეგია. სასიამოვნოა, რომ ჩვენ განხორციელებული პროექტებით რეგიონში ვლიდერობთ. გარდა ამისა, წელს, უკვე ამ დროისთვის მხოლოდ რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 13 პროექტია დაფინანსებული, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება ქალაქ გურჯააში სამი: ნუცუბიძის, დადიანის და კოტეხის ქუჩები, სოფელ ვაჩნაძიანში, კარდენახში, ვეჯინში, ძირკოკში, ჯიმითში, კაჭრეთსა და შაშიანში კი შიდა საუბნო გზების სარემონტო სამუშაოებია დაგეგმილი”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.