ლაგოდეხის ორ სოფელში დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვენ

684

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აღნიშნული საკითხები დაასახელეს.

“სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა. პროექტის განხორციელებისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან გამოიყოფა”,– აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.