ახალქალაქისა და ადიგენის მერიებში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

720

ახალქალაქისა და ადიგენის მერიებში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური სამი, ადიგენში კი ცხრა პოზიციაა. ინფორციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენის მერიაში ვაკანტური ხუთი სპეციალისტის და ოთხი მერის წარმომადგენლის პოზიციაა, დასაქმების მსურველებმა განაცხადები რვა თებერვლამდე უნდა შეიტანონ.

ვაკანტური პოზიციები ადიგენის მერიაში: ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის პროექტირების საკითხებში; იურიდიული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; მერის წარმომადგენელი უდის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერის წარმომადგენელი სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულში;
მერის წარმომადგენელი წახანის ადმინისტრაციულ ერთეულში; კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში;

რაც შეეხება ახალქალაქს, აქ ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად კონურსანტმა განაცხადები ექვს თებერვლამდე უნდა შეიტანონ. ახალქალაქში კონკურსი სპეციალისტის პოზიციებზეა გამოცხადებული.

ვაკანტური პოზიციები ახალქალაქის მერიაში: ინფრასტრუქტურის, სივრცით დაგეგმვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; გოგაშენის ადმინიტრაციული ერთეულის სოფელ აფნიის უმცროსი სპეციალისტი; არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაჭატიის უმცროსი სპეციალისტი;