თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყობა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“სოფელ რუისპირის მოსახლეობასთან უკვე გვქონდა საკონსულტაციო შეხვედრა. მოსახლეობამ ქვიშის ფრენბურთის მოედნის მოწყობის გარდა, დასახლების საერთო კრებაზე კიდევ ორი საკითხი- წყაროს რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა დაასახელა. მოსახლეობის მიერ დასახელებული სამივე საკითხი აუცილებლად მოგვარდება”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან აღდგა. 15 იანვრიდან დღემდე, უკვე ათასზე მეტი სოფლის კრება გაიმართა.
ამასთან, ცნობილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.