გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათება მოეწყობა.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ სამუშაოებზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 20 000 ლარი დაიხარჯება
“სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. ადგილობრივებმა გარეგანათების მოწყობა და საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს”, – ამბობენმერიაში.