2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს ბორჯომისთვის გამოყოფილ 4 479 999 ლარს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 192 501 ლარი დაემატება და ჯამში 5 962 500 ლარით შემდეგი პროექტები განხორციელდება: 1. კოსტავას ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩაზე მდინარე ბორჯომულაზე გადასასვლელი სამანქანო არსებული ხიდის ნაცვლად ახალი აშენდება; 2. ბორჯომი-ახალქალაქის საზღვრიდან სოფლების ჭიხარულასა და ბალანთის გავლით ასფალტობეტონის საფარის მოწყობა; 3. წაღვერის ჩიხების რეაბილიტაცია: თავისუფლების, თორელის, ფიროსმანის, აღმაშენებლის და კალანდაძის ქუჩებზე; 4. რველში ე.წ. კოშკის უბნის და ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცია; 5. დვირში ე.წ. ბიბილურებისა და კევლიშვილების უბნის, ასევე, საკირეში და ტაძრისში ჩიხების რეაბილიტაცია. ამავე პროექტშია გაერთაინებული ტაძრისი-დგვარის დამაკავშირებელი მილხიდის რეაბილიტაცია; 6. სადგეში, ტბასა და ტიმოთის უბანში ჩიხების რეაბილიტაცია;
7. წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.