წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით პაატა ახალაძე შეასრულებს

988

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით გრიგოლ ივანეიშვილის მოადგილე პაატა ახალაძე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.

28 იანვარს გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.