ბათუმში გარემოვაჭრეებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა

727

წინა სტატია

ბათუმში წერთლის ქუჩის გარემოვაჭრეებმა პირობა მიიღეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორიის გარე პერიმეტრზე ჯიხურებს ჩაუდგამენ. დაახლოებით, 150-მდე მოვაჭრე მერიის მრჩეველთა საბჭოსთან შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს, რის შემდეგაც აქცია დასრულდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ჩვენ თანახმა ვართ. მერიის წინადადება მისაღებია, შევთანხმდით, რომ 10-15 დღის ვადაში დაგვიდგამენ ჯიხურებს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მეორე სართულზე ასვლის, იქ არავინ ამოვიდოდა, შევხვდებით ავტოსადგურის ხელმძღვანელს და დეტალებზე შევთანხმდებით”, – განაცხადა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

გარემოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია დღეს განაახლეს. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აღკვეთას აპროტესტებდნენ.