ფოთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლების აღებას გარემოვაჭრეების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია და გარევაჭრობა მათთვის ოჯახების რჩენის ერთადერთი საშუალებაა. აკრძალვით კი, მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
“უსაფრთხოებისა და სახანძრო ნორმების დაცვისა და ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ფოთში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი, უკანონო და უსახური დახლები და საჩრდილობლები ავიღეთ. გაიწმინდა ფარნავაზ მეფის ქუჩა და მეგრელიშვილის სანაპირო.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელებმა გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს. მათთვის შეთავაზებულია ალტერნატიული ფართები, სადაც მოვაჭრეები გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას”, – განმარტავენ ფოთის მერიაში.