ბათუმის მერი: წერეთლის ქუჩიდან დახლების გასატანად 34 სატვირთო მანქანა დაგვჭირდა

771

წინა სტატია

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გუშინ, წერეთლის ქუჩისა და ბათუმის პლაზას მიმდებარე ტერიტორიიდან, თვითნაკეთი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების გასატანად 34 სატვირთო მანქანა დასჭირდათ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერის თქმით, გასათვალიწინებელია იმ მოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და წლებია გარევაჭრობით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ.

”არ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ იმ 70 კაცის ინტერესით, რომლებსაც სურთ ბათუმი გადააქციონ დიდ ბაზრად” – ამბობს მერი.

ლაშა კომახიძე მზაობას გამოთქვამს მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდეს და ესაუბროს.

​”დიალოგი ნიშნავს საუბარს, დიალოგი, შესაძლებელია, რამდენიმე კაცთან, ათ ადამიანთან. 70 კაცთან დიალოგი არ გამოვა. საუბრობს ერთი ადამიანი და იქედან თითომ, რომ თითო რეპლიკა გააკეთოს უკვე უმართავ შელაპარაკებაში და კამათში გადავა, რომელსაც აზრი არ ექნება. ამ დილით უკვე შეხვდი წარმომადგენლებს, დაახლოებით, 10 კაცი იყო. მზად ვარ კიდევ შევხვდე სხვებს, ვისაც აქვს სურვილი. ვფიქრობ, რომ ასე ფართო მასით შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება” – განაცხადა მერმა.

გარემოვაჭრეეები რამდენიმე საათია ბათუმის მერიის შენობასთან არიან შეკრებილები და ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მოქალაქე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.