ხელვაჩაურის სოფელ განთიადში მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიის გაზრდას აპროტესტებს (ვიდეო)

1370

განთიადის დასახლებაში მოქალაქეებმა გუშინ აქცია გამართეს. ისინი სასაფლაოს საზღვრის მოსალოდნელ გაზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების მიმდებარედ არსებული თავისუფალი ტერიტორიის ათვისებას აპირებს, რის შემთხვევაშიც სასაფლაოებსა და სახლებს შორის მანძილი 10 მეტრი იქნება. განთიადის მკვიდრები ამბობენ, რომ მერიამ საზღვარი აქამდე გზის და საპარკინგე ტერიტორიის ხარჯზე გაზარდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

განთიადის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ შევიწროვებული გზის გამო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟების გადაადგილება ფერხდება. საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით განიხილება.

ხელვაჩაურის მერის განცხადებით, ტერიტორიის გაზრდა იგეგმება, თუმცა დასახლებასთან დაშორების მანძილს კანონის შესაბამისად დაიცავენ. ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით სასაფლაოების ტერიტორიის გაზრდის მოთხოვნით 300-ზე მეტი ხელმოწერით შევიდა.