დაბალი კონკურენცია ბათუმის მერიის მიერ 2018 წელს ჩატარებულ ტენდერებში და ცალკეული შემთხვევები, როდესაც გამარჯვებულად ყოველთვის ერთადერთი მონაწილე კომპანია სახელდებოდა. როგორ იმარჯვებდნენ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილი კომპანიები ტენდერებში?
ამ კითხვაზე პასუხი “აჭარის ტელევიზიამ” ბათუმის მერიისგან ვერ მიიღო, რადგან მერიაში ინტერვიუზე უარი განაცხადეს, მათგან განსხვავებით განმარტებები გააკეთეს ქალაქის საკრებულოში.