ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს

809

წინა სტატია

მცხეთაში ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გუშინ მცხეთის მერი ტაძრის წინამძღვარს შეხვდა, თუმცა კონსტანტინე ჭინჭარაულს მოთხოვნა არ შეუცვლია და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია მზად არის ადგილი მოაწესრიგოს და ახალი დახლები ჩადგას, წინამძღვარი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის განახლებას.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ.

მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით ორი დღით დაიკეტა და 16 იანვარს გაიხსნა.