მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

832

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც “პირველ არხს” მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი თქმით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს.

მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებს. როგორც მამა დანიელმა პირველ არხს განუცხადა, ისტორიულ მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისთვის და ვიზიტორებისთვის.

მცხეთის ჯვრის მონასტერი ვიზიტორებისთვის სამი დღის განმავლობაში იყო დახურული.