ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტეს

648

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის. მას ვადამდე ადრე უფლებამოსილება დღეიდან შეუწყვიტეს. საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭი უკვე უყარეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პირადად მიმართა.

კენჭისყრაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. მათი თქმით, რეგლამენტში პროცედურები დარღვეულია და ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია, რომელიც ხელისუფლებამ იძულებული გახადა, რომ სადეპუტატო მანდატზე უარი ეთქვა.

“პატრიოტთა ალიანსი” აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატით არის წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ზაზა ოქუაშვილს “პატრიოტთა ალიანსის” სიის მეორე ნომერი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.