ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და მისი ორი ა(ა)იპ-ის საწვავისთვის 1 142 046 ლარია გათვლილი. მერიამ, “ზუგდიდდასუფთავებამ“ და “კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ შპს “რომპეტროლ საქართველოსთან“ ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ზუგდიდის მერიამ მიმდინარე წლის განმავლობაში 368 949 ლარის საწვავის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ამ თანხით ის საჭიროების მიხედვით შეიძენს 45 640 ლიტრ ევროდიზელს და 130 424 ლიტრ პრემიუმის ტიპის ბენზინს. (საუბარია საორიენტაციო მოცულობაზე, ანუ შესაძლოა მერიამ სრულად არ გახარჯოს ეს საწვავი).
“ზუგდიდდასუფთავებას“ კი 529740 ლარი აქვს გამოყოფილი საწვავისთვის. თანხა გათვლილია საორიენტაციო მოცულობის 180 000 ლიტრ ევროდიზელისთვის და 54 000 ლიტრ პრემიუმის ტიპის ბენზინსთვის. “კეთილმოწყობის მართვის ცენტრს“ საწვავისთვის მიმდინარე წელს 243 357 ლარი აქვს გამოყოფილი საწვავისთვის.
ასევე, აქედან მას შეუძლია შეიძინოს საორიენტაციო მოცულობის 91 200 ლიტრი ევროდიზელი და 14 900 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინი.