თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა

839

გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კილომეტრზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დაასრულდა.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, ის დაზიანებული იყო და არ შეესაბამებოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

“რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, გზაგამტარზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა, კერძოდ: განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები. განახლებულ გზაგამტარზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 984 200 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა“, – ამბობენ გზების დეპარტამენტში.