3 მილიონად შეფასებული კულტურის ცენტრი საპატრიარქოს გადაეცა

888

სოფელ ბარკურციხეში მდებარე კულტურის ცენტრი, რომელიც დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. სულ რამდენიმე ხნის წინ კი, მისი რეაბილიტაციისთვის “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

“აიპრესთან” გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გივი გერგიძე  საპატრიაქროსთვის ბაკურციხის კულტურის ცენტრის გადაცემის მიზეზად  მღვდელმსახური გრიგოლ ფერაძეს ასახელებს, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული და რომელიც სოფელ ბაკურციხეში დაიბადა:

“გადაცემის მიზეზი იყო ის, რომ მღვდელმსახური გრიგოლ ფერაძე, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული, სოფელ ბაკურციხეში დაიბადა.

მამამისი მღვდელი იყო ბაკურციხის ეკლესიაში. წერილობით მამა მიქაელ ბოტკოველმა მოგვამართა. ჩავთვალეთ, რომ ამ მოთხოვნაში ცუდი არაფერია”.

წყარო: აიპრესი