სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის 67 სოფელში საერთო კრება ჩატარდება

774

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნციპალიტეტის 67 სოფელში 21 იანვრიდან 16 თებრვლამდე საერთო კრებები ჩატარდება.

როგორც ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, 21 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი) მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გაიმართა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მხრიდან დასახელებული იქნა რიგი საჭიროებები, რომლის განხორციელებაც სოფლისთვის განკუთვნილი თანხების შესაბამისად დაიწყება.

ხოლო, დღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გივი მეტრეველთან ერთად, სოფელ ნინიგორის, გელათის, განათლებისა და ხიზის მოსახლეობას შეხვდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრების ჩატარების განრიგი შეგიზლიათ იხილოთ ბმულზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.