ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი, ხოლო სუფთა ქალაქად ზუგდიდი დასახელდა

766

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის “სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის მიხედვით  “სუფთა რეგიონად“ კახეთი, “სუფთა ქალაქად“ – ქალაქი ზუგდიდი, “სუფთა მუნიციპალიტეტად“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ხოლო, “სუფთა სოფელად“ – სოფელი ჭორვილა (საჩხერე) დასახედლა.