20 იანვარს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვისა და დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ((NALAG) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
ანალოგიური შეხვედრები, რომელსაც ასოციაცია (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში უკვე განიხილეს.
შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გასულ კვირას, დღეს კი თელავში ჩატარდა.