რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით

971

TV 25

რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს და აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის პროექტის გაცნობაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში დაიწყო?

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პირველ პრობლემად ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებს აყენებენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მათ, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სათანადო ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ, მათ ტერიტორიაზე არსებული ქონების დიდ ნაწილს კი ადგილობრივი თვითმმართველობები არ ფლობენ.