სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეტაპობრივად კრებები ჩატარდება, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და შეარჩევენ განსახორციელებელ პროექტს.
17 იანვარს კრება ყვარლის სამ სოფელშია დაგეგმილი.
“ოთხშაბათს საერთო კრება სოფელ მთისძირში 12 საათზე, სოფელ ბალღოჯიანში 13:30 საათზე, ხოლო სოფელ ახალსოფელში 15 საათზე გაიმართება. საერთო კრებები სოფლების ადმინისტრაციულ შენობებში ჩატარდება”,- ამბობენ ყვარლის მერიაში.
https://www.facebook.com/kvarelimunicipality/photos/a.577339432290287/2268592259831654/?type=3&theater