საგარეჯოში მე-5 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

781

ქალაქ საგარეჯოში მე-5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება საბავშვო ბაღის შენობის მთლიანი ინფრასტრუქტურა, მათივე ცნობით, რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 346 838 ლარით ფინანსდება.

“სამუშაოების ფარგლებში, როგორც შიდა კომუნიკაციები და გარე ფასადი მოწესრიგდება. ამასთან, შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა და კეთილმოეწყობა ეზო.’’, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.