ახალციხის აგრარული ბაზრისა და ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე პლასტმასისთვის განკუთვნილი ორი ურნა დადგეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დემოკრატ მესხთა კავშირის, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროექტ (FID-ის), ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქში მხოლოდ პლასტმასისთვის განკუთვნილი ორი ურნა განთავსდა.
“ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ ქალაქში ნარჩენების სეპარირების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს. პლასტმასი ყველაზე ძნელად იხრწნება, ამიტომ მეტ საფრთხეს ქმნის და ამ ურნებით პლასტმასის ნარჩენები გვინდა რომ ცალკე გამოირჩეს“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე და ამატებს, რომ ურნებში დაგროვილი პლასტამასის გატანას თავადვე უზრუნველყოფენ შემდეგ კი ის გადამშავდება და პლასტმასის სასარგებლო ნივთებს დაამზადებენ“.