ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

930

ყვარელის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მაია სამიტაშვილს თანამშრომელი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მანანა ელოშვილი ამბობს, რომ სამსახურის ხელმძღვანელი რამდენიმე თვეა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ელოშვილი, რომელიც ამ სამსახურში მეთოდისტის თანამდებობაზე მუშაობს, ჰყვება, რომ სამიტაშვილი სამუშაო ოთახში შესვლას უკრძალავს და სხვა თანამშრომებისგან განსხვავებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

“5 წელია ამ სამსახურში ვარ. ის რაც მოვიდა ამ თანამდებობაზე, 2015 წელს, მას შემდეგ გადამეკიდა. მეუბნება, რომ ჩემი თანამდებობა გინდოდა და არ გაგახარებო. თანამშრომლებს ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს. ყვარელის მერიც ჩავაყენე საქმის კურსში. ისე დაიძაბა ჩვენს შორის ურთიერთობა, რომ პოლიციაც გამოვიძახე”, – ამბობს მანანა ელოშვილი.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. მაია სამინიტაშვილი ამბობს, რომ პირიქით, ის ცდილობს მასზე ზეწოლას.

“მისი ქმარი მოკვლით მემუქრებოდა. მივმართავ პროკურატურას ამ ცრუ ბრალდებებზე”, – აღნიშნავს მაია სამიტაშვილი.