ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ებს სახელფასო დავალიანების გასასატუმრებლად თანხა დაუმატეს

812

ზუგდიდიის მერიის ა(ა)იპ-ებს თანამშრომელთა ხელფასების გასაცემად და საწვავის ხარჯის ასანაზღაურებლად მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან თანხა დაუმატეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მერიის რამდენიმე ა(ა)იპ-ს დაფინანსება გაუზარდეს, კერძოდ, დასუფთავების ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 355 400 ლარით, “ანაკლია- განმუხური რესორტს“  20 000 ლარით, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის 48 000 ლარით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 1 600, ბინათმესაკუთრეთა ხელშეწყობითვის კი 1 000 ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, სამედიცინო დახმარების პროგრამა 51 000 ლარით, ხოლო, დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა 2 000 ლარით გაიზრდა.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ა(ა)იპ-ებისთვის ბიუჯეტის გაზრდა დანაშაულებრივი ქმედებაა.

საკრებულოს თავმჯდფომარე მამუკა წოწერიას განცხადებით კი , ა(ა)იპ-ებისთვის თანხების დამატება ხელფასების გაცემის და საწვავის ხარჯების ანაზღაურებით იყო განპირობებული.