კრწანისისი რაიონში, გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ახალი სკვერი 1 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა და ის თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი მოეწყო. ასევე, მოეწყობა წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი.
“სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით მწვანდება და რულონური გაზონი ეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ამასთან, ქვაფენილის დაგება და ლითონის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობს. სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ გამგეობაში.