დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე იქნება მიმართული.
საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში ასახული შენიშვნები და რეკომენდაციები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ შეაჯამეს.
ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რომელშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი მოსახლეობისა და საკრებულოს რეკომენდაციები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 24 186 800 ლარით განისაზღვრა.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი პროექტები, საზოგადოებას ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ, საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა და საფინანსო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ გააცნეს.