მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა, ამავე სოფლის მაცხოვრებელს, არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელიც პროექტ “სამოქალაქო ბიუჯეტი 2018-ში” მონაწილეობდა და მისი იდეა, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, რომლის ფარგლებშიც, კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები მოასფალტდა.
აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 327 870 ლარი გამოიყო.