მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ორივე სტადიონის სამუშაოები, გრაფიკის მიხედვით დასრულდება და ჯამში მათი სახელშეკრულებო თანხა 152 820 ლარს შეადგენს.
ასევე, მერიის ცნობით, 2019 წელს სოფელ საიმერლოსა და საბირქენდში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობაც, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტით 160 000 ლარია გათვალისწინებული, ქალაქ მარნეულის კი მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი.
“აღსანიშნავია ის, რომ სოფელ ალავარში 2018 წელს დასრულდა კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი, ხოლო ქალაქ მარნეულში 2019 წელს დაიწყება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია”, – ამბობენ მერიაში.